May 2, 2024

"რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ან თეთრი სახლი თუ იტყვის რაღაცას, აპრიორი მართალია?!"- ირაკლი ზარქუა

ფარცხალაძის თემა რადიკალებმა და მერე მათმა პატრონებმა წამოწიეს - სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ფარცხალაძის თემა პროკურატურასა და სასამართლოზე „გალაშქრებისთვის“ დაჭირდათ.

 

„სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ჩვენი მოსამართლეები. კითხვა რომ დავუსვით - „აბა არგუმენტი გვითხარით, იქნებ მართლები ხართ“, ვერ წარმოადგინეს და თქვეს, აი, კაპიტანი გიგაური და ლომჯარია რომ ასაჯაროვებდნენ და პოლიტიკური დევნა ჰქონდათ მათი, ვინც არ მოსწონდათ - მოსამართლეები, ადვოკატი, თანამდებობის პირი, ამის საფუძველზეო თქვეს. არსად წერია ფარცხალაძეზე კონკრეტული არგუმენტი.

 

ბატონ ფარცხალაძეს არც ვიცნობ, მაგრამ რასაც ვუყურებ, როგორც მესამე თუ ნეიტრალური ადამიანი რომ აკვირდება, ესე იგი მაგათ დროს რომ თანამდებობაზე იყო, არც გახსენებია არავის არც ქურდობა, არც ძველი ბიჭობა, არც მაფიოზობანა, არც აგენტობა, მაგრამ ახლა თურმე მიუღებელია, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. ის ადამიანი არც ვიცი, საქართველოში ცხოვრობს თუ არა, არ ცხოვრობს საქართველოში და ახლა წამოატივტივეს, უნდათ პროკურატურაზე და სასამართლოზე გაილაშქრონ, ამიტომ სჭირდებათ ახლა ფარცხალაძე და წამოსწიეს ეს თემა რადიკალებმა და ამათმა პატრონებმა მერე. სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?! მოსამართლეებზე ხომ შეცდნენ?!“, - განაცხადა ზარქუამ.

 

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

წაკითხვა 592 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 18 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.