პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

პარლამენტის სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე ოთარ ფარცხალაძის თემის განხილვა მოითხოვეს.

მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დღის წესრიგი უნდა დაზუსტებულიყო. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის თემაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს განსახილველი არ არის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი აღნიშნა, რომ პროცედურასთან დაკავშირებით საკითხები გარკვეულია და დღის წესრიგი უკვე დამტკიცებულია.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დარბაზში განაცხადა: „ყველაზე, ვინც რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაშია მხილებული, ეროვნული ბანკით დაწყებული, სუსით გაგრძელებული, ამაზე უნდა იყოს ახლა მსჯელობა და „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზში სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მანდატურს მიმართა, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გაეყვანა.

 

„ასეთი უპატივცემულობა როცა არის, დატოვეთ დარბაზი, მივმართავ გიორგი ვაშაძეს, თუ გაქვთ გამდებადობა, რომ დაარღვიოთ წესები, იმის გამბედაობაც გქონდეთ, რომ მაშინ დატოვოთ დარბაზი და მიიღოთ ამის შედეგები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ამის შემდეგ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

წაკითხვა 466 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.