"ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში"- გიული ალასანია ფარცხალაძეზე

საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან აქციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა, მაგრამ ხალხის ენერგია უშრეტია.

 

"ძალიან მიყვარს, როდესაც ხალხი აქტიურობს. ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა, მეც მიჩნდება ხოლმე ასეთი გრძნობა, მაგრამ ხალხის ენერგია უშრეტია. მთავარი მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

 

საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში, მსოფლიოსთან კავშირში ვიყოთ, ცალკე ხომ არ ვიქნებით“, - აღნიშნა ალასანიამ.

წაკითხვა 601 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.