რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ყირიმში წარმატებით ანადგურებენ რუსული არმიის ინფრასტრუქტურას და სამხედრო ობიექტებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს.

 

აღნიშნული განცხადება ბუდანოვმა The War Zone-თან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

 

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები რუსული ჯარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საერთო სისტემის სუსტ წერტილებს ეძებენ და აზიანებენ, ეს სისტემები კი, ძალიან ძვირადღირებულ მოწყობილობას წარმოადგენს და მათ წარმოებას დიდი დრო სჭირდება.

 

„რუსეთმა მის ხელთ არსებული ყველა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა და ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ, რადგან ისინი უსაზღვრო არ არის. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ჩვენ ამ სისტემების ხარისხიანი მუშაობის ქმედუუნარობის დემონსტრირებას ვახდენთ, რაც შეიარაღების მსოფლიო ბაზრებზე ამ სისტემებს ნაკლებად მომგებიანად ხდის”, - აღნიშნა ბუდანოვმა.

წაკითხვა 177 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.