May 20, 2024

"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებამ, პრაქტიკულად, ამოირეცხა პოლიტიკური მეხსიერებიდან" - ბექა ოდიშარია

„ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებამ, პრაქტიკულად, ამოირეცხა პოლიტიკური მეხსიერებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, უბრალოდ, იქნებიან საკუთარი ტელევიზიების სიუჟეტების გმირები და მეტი არაფერი.

 

„რაც უფრო მეტად იშლებიან ეს ადამიანები და რაც უფრო მეტ ახალ მოძრაობას და პლატფორმას აანონსებენ, მათ ვურჩევდი, რომ შეცვალონ თავიანთი სერიოზული ჰაბიტუსები და ცოტა გაიღიმონ, რადგან ტრაგედიიდან ეს უკვე კომედიაში გადავიდა, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებაში აღქმა ასეთია. მე უკვე დათვლილი მაქვს დაახლოებით ცხრა „ნაციონალური მოძრაობა“, მათ ბოლოს კიდევ ორი შეემატა – მელია და გვარამია თავიანთი ცალ-ცალკე შტოებით. ეს ადამიანები ერთად რომ იყვნენ, ვერაფერი დააკლეს ვერც საქართველოს, ვერც ხელისუფლებას, ვერც „ქართულ ოცნებას“ და ახლა მარტივ მამრავლებად დაშლილები, უბრალოდ, იქნებიან საკუთარი ტელევიზიების სიუჟეტების გმირები და მეტი არაფერი. საზოგადოებამ ისინი, პრაქტიკულად, ამოირეცხა პოლიტიკური მეხსიერებიდან“, – განაცხადა ოდიშარიამ.

წაკითხვა 533 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 30 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.