„ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციას საბოტაჟს უკეთებს"- ეკა გიგაური

„ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციას საბოტაჟს სპეციალურად უკეთებს. იციან, რომ თუკი ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოახდენენ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი "ქართულმა ოცნებამ" სპეციალურად, ზუსტად იმ დროს დაიწყო, როდესაც ევროკავშირის მხრიდან პირველ შეფასებას ველით.

 

"ფაქტობრივად, ხელისუფლება ერჩის ადამიანს, რომელიც დადის ევროკავშირის ქვეყნებში, ხვდება იქ ლიდერებს და მათ სთხოვს, რომ საქართველოს სტატუსი მიანიჭონ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აშკარა იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ეს ძალიან კარგად იციან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. ეს არ არის დამთხვევა. ამას სპეციალურად აკეთებენ. სპეციალურად უკეთებენ საბოტაჟს ქვეყნის ევროინტეგრაციას. იციან, რომ თუკი ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს გააკეთებენ, ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებთ", - განაცხადა გიგაურმა.

წაკითხვა 193 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 02 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.