“ვენეციის კომისიისა და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება” – იაგო ხვიჩია

ვენეციის კომისიის დასკვნა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოში არ გააკეთებდა ისეთი ტიპის ცვლილებას, რომელიც ერთპარტიულ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სასამართლოების კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ვენეციის კომისიისა და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

 

„ქართული ოცნება“ ძალოვანი უწყებების მეშვეობით მართავს ქვეყანას, ამიტომ ქვეყნის სამართავად სასამართლოზე სრული კონტროლის არსებობა მათთვის აუცილებელია, ვენეციის კომისიას კი უნდა, რომ ევროპულად მოვიქცეთ. შესაბამისად, მათი და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ამიტომაც ხედავთ განსხვავებებს პოზიციებში, რიტორიკაში. ძალიან გულუბრყვილო ადამიანს არ ვგავარ, რომ „ქართული ოცნებისგან“ სასამართლოს რეფორმირებას ისე ველოდებოდე, რომ ძალაუფლება თვითონ დაკარგონ, რომლის კონცენტრაციისთვის ყველაფერზე წავიდნენ. მიხეილ სააკაშვილის რეპუტაციაშერყეული მოსამართლეებიც კი დატოვეს სასამართლო სისტემაში, რომ ეს სისტემა არ დაენგრიათ და ახლა ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გამო რამე შეიცვლება.

 

ბორელი როცა იყო ჩამოსული, მისთვისაც გასაგები გახდა „ქართული ოცნების“ რეალური არსი, ბუნება და მათი ხასიათი, ის, რომ არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებენ. ამიტომ გვითხრეს, ნომინალურად მაინც შეგვესრულებინა რაღაც პუნქტები, რათა სტატუსი მოეცათ და ამის შემდეგ გაგვეგრძელებინა მუშაობა. სტატუსი უნდა მოგვცენ, მიუხედავად იმისა, ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვისაც უნდა იყოს ცხადი, რომ სტატუსია ბოლო რამე, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში, შესაძლოა, ევროპელები გვაძლევდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წაკითხვა 119 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.