May 17, 2024

"ოპოზიციას მიზანი აქვს, საქართველომ სტატუსი არ მიიღოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ" - არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის სამეგობრო წრიდან ის პოლიტიკური ჯგუფები და სპიკერები გამოიკვეთა, ვინც ვიქტორ ორბანს და ჩვენს ხელისუფლებას ორმხრივი თანამშრომლობისა და ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის აკრიტიკებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მათი ერთადერთი მიზანია, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

 

„ამ ადამიანების სახეებს, სახელებსა და გვარებს თუ დავაკვირდებით, ზუსტად ემთხვევა იმ წრეს, რომლებიც ევროდერეფნებსა თუ ღიად, მედიასივრცეში საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ეს ის ხალხია, ვისაც სწყინთ და ძალიან არ უნდათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. მათი ერთადერთი მიზანია, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ. სხვა ახსნა ვერ ექნება იმას, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სტატუსის მინიჭებაში მხარს გიჭერს და ამის საპასუხოდ კრიტიკული განცხადებებით გამოდიხარ. ლამის ამბობენ, რატომ ჩამოვიდა ჩვენი მეგობარი საქართველოში და რატომ დახვდა ჩვენი ხელისუფლება მეგობრულად. ვის, ვის და უნგრეთის პარლამენტსა და მთავრობას ნამდვილად არ ეკუთვნის კრიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტებთან დაკავშირებით. ისინი არაერთხელ ყოფილან საოკუპაციო ხაზთან და პირდაპირი მხარდაჭერა აქვთ გამოხატული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ კუთხით კრიტიკა იმ ჯგუფისა და საერთო ხაზის ნაწილია, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წაკითხვა 157 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.