May 17, 2024

"კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი უდის"- ალუდა ღუდუშაური

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკური გვამის სუნი უდის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ეგზისტენციალური საფრთხეები ედგა.

 

„free misha-ო გაშალეს აქ დროშა. მიხეილ სააკაშვილი არის ნომერ პირველი მატყუარა, მაგრამ ამ ყველაფერს ეშველებოდა კიდევ, შეგუებულია საზოგადოება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს ქვეყანასთან მიმართებით აქვს დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგმული. სად წავიდა ის ეგზისტენციალური საფრთხეები: დემენცია და სხვები? ჩვენს საზოგადოებას არ დავიწყებია და ბუნებრივია, არც ჩვენ დაგვიწყებია მისი ადვოკატების განცხადებები, ე.წ. ექსპერტების განცხადებები. ტელეეთერებიდან რომ ამბობდნენ საათებია დარჩენილი, გვამის სუნი უდის და ა.შ. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, აი, ამ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკური გვამის სუნი ნამდვილად უდის. დიახ, ეს ასეა და თუ არ სჯერათ, ქართველი ხალხის გამოცდას ნუ დაიწყებენ. კიდევ ერთხელ ნუ შეახსენებენ როგორი ბოროტი ძალა არიან“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

წაკითხვა 198 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.