May 20, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში საკრებულოს დეპუტატების და რაიონული ორგანიზაციის ნაწილმა დატოვა

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისშიც ტოვებენ. პარტიის მანდატზე უარი საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7-მა დეპუტატმა განაცხადა.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ პარტიაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა და მათ ასეთ პირობებში პარტიაში დარჩენა აღარ სურთ. ისინი, სავარაუდოდ, ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ.

 

ქუთაისში პარტია დატოვეს რაიონული ორგანიზაციის წევრებმაც.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ, ფსევდოოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ დღეიდან ოფიციალურად ვტოვებთ პარტიის რიგებს. სამშობლო და სახელმწიფო ყოველთვის უფრო გაცილებით მაღლა იდგება, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება ან პარტია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბრძოლა პრორუსულ, არაფორმალურად მართულ არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან კვლავ გაგრძელდება, თუმცა, სხვა პლატფორმიდან“,-განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა.

წაკითხვა 264 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.