May 17, 2024

"ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებები იმდენად არასერიოზულია, დაჯერება გამიჭირდა, რა იცვლება ამით?!"

„ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებები იმდენად არასერიოზულია, დაჯერება გამიჭირდა, რა იცვლება ამით?! - ისედაც ყველასთვის გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო საკადრო გადაწყვეტილებების მიმღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ ენდობა.

აქვე ბუჩუკური გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მათ ინიციატივასთან დაკავშირებით, რატი იონათამიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ „ოცნების“ ლიდერებისგან განსხვავებით მათ გუნდს მშვიდად ეძინა.

„ოცნებაში“ დარჩენილ ბიჭებს რომ არ ენდობა მის სიტყვით გამოსვლაშიც კარგად ჩანდა. მას არ სჯერა, რომ ეს ბიჭები შეძლებენ, იყვნენ ეფექტურები და დადონ ისეთი შედეგი, როგორიც ბიძინა ივანიშვილს სურს, შავი ფულის როლზე პარტიაში კი ჩვენი გუნდი კარგა ხანია საუბრობს და როგორც ჩანს აქაც ნდობის ნაკლებობაა „ოცნების“ ბიჭებთან მიმართებით. არის თუ არა წესდებაში ცვლილებები მინიშნება საკადრო ცვლილებებზე, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. თუმცა, მთავარი არის შედეგი. ვერანაირი საკადრო ცვლილება შინაარსობრივად და არსებითად სურათს ვეღარ შეცვლის. სოციალურ ქსელში შემხვდა ერთ- ერთი მოქალაქე წერდა და ძალიან მომეწონა - ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენამ ოპოზიციისთვის არაფერი შეცვალა, მაგრამ „ოცნების“ წარმომადგენლებს დაძაბული გამომეტყველება აქვთო. ამას ვიზიარებ მეც და არ შემიძლია აქვე კომენტარი არ გავაკეთო რატის (იონათამიშვილი) განცხადებაზე. ჩვენს გუნდზე უთქვამს, ეს ხალხი ახალ წელს სად შეხვდაო. რატის ვუპასუხებდი, მისი გუნდისგან, „ოცნების“ ე.წ. ლიდერშიფისგან განსხვავებით განსხვავებით, ჩვენს გუნდს ძალიან მშვიდად ეძინა, მათ შორის, საახალწლო დღეებში. ზუსტად ვიცი, რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ბიჭები. რაც შეეხება იმას, შეიცვლება თუ არა ღარიბაშვილი, ამასაც დრო გამოაჩენს. პრეცედენტებს რომ გადავხედოთ, ბიძინა ივანიშვილმა ის ერთხელ კორუფციის ბრალდებით გაუშვა პრემიერის თანამდებობიდან. ახლა იმავეს უპირებს თუ არა, არ ვიცი, გამოჩნდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკურმა ევროკავშირის 9 პირობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშაობა სასწრაფოდ არის დასაწყები.

როგორც ბუჩუკურმა განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, მათ დღეს უკვე მიმართეს პრემიერ- მინისტრს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მზად არიან სამუშაო პროცესში ჩაერთონ.

წაკითხვა 169 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.