May 17, 2024

"გჯერათ, რომ „ხაბეს“, „ჭიჭეს“ და სამადაშვილს, ბრიუსელში რომ დარბოდნენ და სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ?!"

გჯერათ, რომ „ხაბეს“, „ჭიჭეს“ და სამადაშვილს, ბრიუსელში რომ დარბოდნენ და სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ?! მე და ქართველ ხალხს ამის არ გვჯერა! - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა პარლამენტის კომიტეტებში დაიწყება, ხოლო სამუშაო ჯგუფები იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუკი ამის აუცილებლობა გამოჩნდება.

ზარქუა ოპოზიციას მიმართავს, „კეთილი ინებონ და მონაწილეობა კომიტეტის სხდომებში მიიღონ“.

„რადიკალებს წინა სამუშაო ჯგუფებში შესვლა არ აინტერესებდათ - მათ ქაოსი, დაძაბულობა და არეულობა აინტერესებდათ. ეს იყო მათთვის ამოსავალი, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ჩვენ ქართველ ერთან ერთად ორივე ფეხზე მყარად დავდექით და სტატუსი დამსახურებულად მივიღეთ.

ეს ხელმოცარულები მიხვდნენ რა, რომ ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლა წააგეს, შეცდომების გამოსყიდვის მცდელობა აქვთ. ცდილობენ ხალხს დაანახონ: - ჩვენ მზად ვართ, მუშაობა გვინდა, სად არის მმართველი პარტია...

5 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა პარლამენტის კომიტეტებში განახლდება - კეთილი ინებეთ დაესწარით და ჩაერთეთ! მოგეცემათ შანსი, რომ რაღაც ქმედითი გააკეთოთ - შემობრძანდით, დაესწარით კომიტეტებს და თქვენი ინიციატივები წარმოადგინეთ“, - მიმართავს ოპოზიციას ირაკლი ზარქუა.

წაკითხვა 155 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.