"ეს ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც ყველას ესმის, რომ არავის სჭირდება"

რელიგიური შენობა ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც რეალურად არავის სჭირდება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ეჭვობს, რომ "გუშინდელი ოპერაცია" მთლიანად ხელისუფლების ინიცირებული და წახალისებულია.

 

„ეს ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც ყველას ესმის, რომ არავის სჭირდება. ზოგადად, მე მაქვს ეჭვი, რომ მთელი ეს გუშინდელი ოპერაცია: სტალინი და მატრონა, ძაღლების და ადამიანების დაპირისპირების შესახებ მითები, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ვისმენდით, თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ ინიცირებული და წახალისებული მგონია იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღება გადავიდეს ასეთ უაზრობებზე, რასაც ორი დღეა ვისმენთ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

 

მმართველი გუნდის ინიციატივით, რელიგიური ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.

წაკითხვა 140 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 11 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.