April 27, 2024

"უკრაინისა და ისრაელის საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ" - დონალდ ტრამპი

უკრაინისა და ისრაელის საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში გამართულ რესპუბლიკური პარტიის კოკუსში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

უკრაინაში ისეთი საშინელი სიტუაციაა, ისრაელში ისეთი საშინელი სიტუაციაა, იმის გამო, რაც მოხდა. ჩვენ მათ მოგვარებას ვაპირებთ, ჩვენ მათ ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ორივე პრობლემას მოაგვარებს.

 

აიოვას შტატის რესპუბლიკური პარტიის კოკუსში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ისევ ის იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა და ისრაელს თავს არ დაესხმებოდნენ.

წაკითხვა 99 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 16 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.