April 27, 2024

"სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და არა პენიტენციურში, შესაბამისად, გასაგებია, რომ მას სასეირნოდ ვერავინ გაიყვანს აღმაშენებლის ხეივანში"

მგონი, სააკაშვილი თავად კარგად ხვდება, რომ „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ანგარიში ის არ არის, რაზე დაყრდნობითაც ისეთივე ხმამაღალი მოთხოვნები უნდა წამოაყენოს, როგორც ამას მანამდე აკეთებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ხელოვნური ბურუსი შექმნეს რომლის ფარგლებშიც ცდილობდნენ, მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლი იყო.

 

„ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე დაწესებულებამ დაადასტურა, რომ არავითარ წამებას ადგილი არ ჰქონია. ეს დასკვნაში ხომ მკაფიოდ ამოიკითხეს? – ასეთ დროს ყველა კარგად ხვდება, რომ შეცდომაში შეყვანილი აღმოჩნდნენ ზელენსკი და ევროპარლამენტარები, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ვინმე ვინმეს აწამებდა. მათ ადგილას გარკვეული უხერხულობის განცდა მექნებოდა, ვინც ინიციატორი იყო, რომ ამასთან დაკავშირებით მიღებულიყო რეზოლუცია. ფაქტია, არავითარ წამებას ადგილი არ ჰქონია და ეს მკაფიოდ დაფიქსირებულია. ვითომ ანგარიშში შავით-თეთრზე წერია, რომ ვინმე პატიმრობიდან გათავისუფლებას ექვემდებარება, ეს მტკნარი ტყუილია. ყველა ინსინუაციასთან მიმართებით დიდი წერტილი დაისვა, რაც იყო დიდი ხნის განმავლობაში მის პატიმრობასთან მიმართებით და როგორ არის დაცული მისი უფლებები. კამერებთან მიმართებაში რეკომენდაცია არის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები გაითვალისწინეთ. მისი პერმანენტული დაკვირვების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს, რადგან ითქვა, რომ ვინმე შეიძლება, დაინტერესებული იყოს მისი დაზიანებით. უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა იყოს. საუბარი იყო, რომ სეირნობის შესაძლებლობა არ არის. დიახ, რა თქმა უნდა, ის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და არა – პენიტენციურში. შესაბამისად, გასაგებია, რომ სააკაშვილს სასეირნოდ ვერავინ გაიყვანს აღმაშენებლის ხეივანში, ეს გამორიცხულია. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, სააკაშვილის პრობლემაც იმაშია, რომ ვერაფერი ისწავლა და არ შეცვლილა. მას დიდი დრო ჰქონდა, რათა გაეანალიზებინა, რა დააშავა. დღემდე ფიქრობს, იმის გამო, რომ პოლიტიკოსი იყო, მას ინდულგენცია და იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს, რაც სისხლის სამართლებრივი დევნისგან დაიცავს. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასთან თავსებადი არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

წაკითხვა 138 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.