April 27, 2024

" თუ ვინმე დაინტერესდება, პასუხს გავცემთ, დასამალი არაფერია" - კახა კალაძე

წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დღე და ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

 

„წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დღე და ღამის განმავლობაში. ქვედა ფენებში ასფალტი უკვე დაგებულია, არის ტროტუარების მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თაღების წამოწევა და ნიშნულზე მოყვანა. ამის შემდეგ მოხდება ასფალტის დაგება. როგორც მოსახლეობას დავპირდით, იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი”, - აღნიშნა კალაძემ.

 

კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა, რომ საგამოძიებო უწყებები წერეთლის გამზირის პროექტით დაინტერესდნენ, კალაძე პასუხობს:

 

“თუ ვინმე დაინტერესდება, პასუხს გავცემთ, დასამალი არაფერია. ყველაფერი საჯაროა, ნებისმიერს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს. პრობლემები და დასამალი არაფერია”, - აღნიშნა კალაძემ.

 

მისივე თქმით, “ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს დედაქალაქის მერიაში შესული იყო სუს-ი და ფინანსური პოლიცია“.

 

როგორც მან განმარტა „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“.

წაკითხვა 146 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 22 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.