"რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია "- კახა კალაძე

რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს, აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია, - ამის შესახებ თბილისის მერმა,კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, „კოლექტიური „ნაცებისთვის“ სამწუხარო ინფორმაციაა ის გადაწყვეტილებები, რაც მიღებულია“.

 

„რა თქმა უნდა, როგორცი,ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს, აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს თქვენთვის, კოლექტიური „ნაცებისთვის“, სამწუხარო ინფორმაციაა, ის გადაწყვეტილებები რაც მიღებულია. 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო, კალაძემ აღნიშნა, რომ „ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში და მომავალშიც მოხდება“.

 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად რომელ თანამდებობაზეა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკა, ბიზნესი, იყო რიგითი მოქალაქე, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ”, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

გარდა ამისა,კახა კალაძემ, ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მერის მოადგილეები სავარაუდო კორუფციის გამო სუს-ში უნდა დაიბარონ, უარყო.

“არ დაიღალეთ ამდენი სისულელით? პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთ ტყუილებს და სისულელეებს ავრცელებთ”,-განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 157 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 01 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.