"ქართულ ოცნების“ ინტერესი ქართველი ხალხის კეთილდღეობა არ არის" - ლევან ხაბეიშვილი

სამწუხაროა, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] პოლიტიკური გადაადგილებები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ხალხის პრობლემები - ეს გადაადგილება კიდევ ერთხელ გვეუბნება ერთ რამეს - მათი ინტერესი ქართველი ხალხის კეთილდღეობა არ არის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „რაღაც მაგიდის გარშემო რამდენიმე ადგილი შეიცვალა“.

 

„სამწუხაროა, რომ მათ პოლიტიკური გადაადგილებები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ხალხის პრობლემები. ხვალიდან არც ემიგრაციიდან დაბრუნდება ხალხი; ემიგრაციაში წასვლას ვინც ფიქრობს, არც ის დაბრუნდება; არც ეკონომიკა არ გაიზრდება; არც გაზრდილი ფასები დაიკლებს; არც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. რაღაც მაგიდის გარშემო რამდენიმე ადგილი შეიცვალა. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანების ინტერესი ქართველ ხალხზე ზრუნვა არ არის. ისინი ზრუნავენ ივანიშვილის გამდიდრებაზე, საკუთარი ვილების აშენებაზე და საკუთარი სიმდიდრის შეძენაზე და არა ხალხის კეთილდღეობაზე ან სამუშაო ადგილებზე. ამიტომ, ეს გადაადგილება კიდევ ერთხელ გვეუბნება ერთ რამეს - მათი ინტერესი ქართველი ხალხის კეთილდღეობა არ არის“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

წაკითხვა 148 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.