"არ მგონია, საქართველოში მოიძებნოს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო დაეშალა „ნაციონალური მოძრაობა“, გარდა ლევან ხაბეიშვილისა "- კახა კალაძე

არ მგონია, საქართველოში მოიძებნოს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო დაეშალა „ნაციონალური მოძრაობა“, გარდა ლევან ხაბეიშვილისა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, იმას, თუ რატომ „იშლება „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაზე უკეთესად სწორედ ხაბეიშვილი განმარტავს. ამასთან, კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას შეუქცევად პროცესად აღიქვამს.

 

„ზოგადად ოპოზიციაში ხდება გადაჯგუფება, რეალურად ისინი ერთი ჯგუფის წარმომადგენლები არიან, დღეს შეიძლება ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე, გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ იყვნენ, დღეს „ლელოა“, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, რა არის მათთვის მამოძრავებელი, ვისგან იმართებიან, საიდან იმართებიან, ყველაფერი ცხადი და ნათელია. შესაბამისად, ვინ სად წავა და რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ სძულთ ჩვენი ქვეყანა, მათ სამშობლო არ გააჩნიათ, უსამშობლო ადამიანები არიან, აქვთ კონკრეტული დავალებები, საიდან, როგორ, ვისგან, ვიცით ყველამ, და ასრულებენ ამ დავალებას“, - განაცხადა კალაძემ.

წაკითხვა 162 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 05 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.