"უკრაინას ელჩი რომ ჰყოლოდა საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ" - ირაკლი კობახიძე

ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე უკრაინის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

კობახიძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან პოლიტიზირება არაფერ შუაშია.

 

„პოლიტიზირება არაფერ შუაშია, საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია, აქ პოლიტიზირება? ქვეყნის უსაფრთხოებაც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ პოლიტიზირება არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე განმარტებით, სუს-ის მიერ გავრცელებული ფაქტები იმის დასტურია, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საქართველოში მეორე ფრონტი სურთ.

 

როცა ვიღაც ცდილობს ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნედ აქციოს, ეს ძალიან მძიმე მოვლენა და ძალიან შემაშფოთებელია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები რაც ვიხილეთ, რაც სუს-ის მხრიდან გამომჟღავნდა, ამ ყველაფრის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საელჩომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საელჩო დაინტერესებასა და მზადყოფნას გამოხატავს სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის, რათა გარემოებები ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გაირკვეს, ასევე რეალური ორგანიზატორები დადგინდეს.

 

უკრაინის საელჩო ქართული მხარეს მოუწოდებს, ეს საქმე პოლიტიზირებისთვის არ გამოიყენოს.

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების კონტრტერორისტული ცენტრის მიერ საქართველოში 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, რომელიც უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტით შემოიტანეს. სუს-ის ცნობით, მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7, ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული. უწყების ცნობით, აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა.

 
წაკითხვა 110 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 06 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.