"რადიკალური ოპოზიცია და ქვეყნის მტერი სინონიმები არ არის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიძლება მტრობდეს ქვეყანას"

რაც შეეხება იმას თუ რას ნიშნავს რადიკალური ოპოზიცია, მე ვთქვი, რომ “რადიკალური ოპოზიცია” და “ქვეყნის მტერი” არ არის სინონიმები, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიძლება მტრობდეს ქვეყანას , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

კობახიძემ ქვეყნის მტრობის მაგალითად მოიყვანა პარტია „ლელოს“ განცხადებები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დღემდე ითხოვენ.

კობახიძის შეფასებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება.

„ჩვენი შეხედულებები გვაქვს ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებით.

მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ სამი წელი უმძიმეს ბრძოლაში გავატარეთ. ჯერ იყო არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და ვითარების არევის მცდელობა და მერე გახსოვთ, რა ხდებოდა 2022 წლის თებერვლიდან, როცა უკრაინაში დაიწყო ომი, რას ითხოვდნენ ჩვენგან.

სხვათა შორის, ერთ-ერთი პარტია - „ლელო“ დღესაც ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რითაც საქართველო ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, მაგრამ გაანადგურებს საკუთარ ეკონომიკას. ეს არ არის მტრობა? იმავდროულად, გვპირდებიან 1000-ლარიან პენსიას ქართველი პენსიონერებისთვის, ანუ ეკონომიკა უნდა დაანგრიონ და პენსია უნდა გახადონ 1000 ლარი. აქედან ჩანს, ერთი, მტრული სულისკვეთება, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და, მეორე, ჩანს, რამდენად ყალბია მათი დაპირებები“, - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 116 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 08 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.