"ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკერები შეეწირნენ" - გიგა ბოკერია

ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკერები და ის ადამიანები შეეწირნენ, ვისაც პატივს დღეს მთელი საქართველო მივაგებთ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს”თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ისტორიულ მომენტში უნდა მოვახერხოთ ქვეყნის შიგნით შეკვრა.

“დღეს, მთელი საქართველო პატივს მიაგებს ადამიანებს, ვინც თავი შესწირეს ჩვენს პირველ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენს თავისუფლებას.

აქ ყოველ წელს ამოსვლის რიტუალი მნიშვნელოვანი რიტუალია, ზოგადად, რიტუალებს საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მოვეპყრობით დღეს იმ თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას, რასაც ამ ადამიანებმა თავი შესწირეს. როგორ შევაფასებთ ჩვენ წარსულს და რაზე დავაყრდნობთ ჩვენს მომავალს. ყველა, ვინც საბჭოთა რუსეთის - ლენინს, სტალინის, ამ ბოროტების იმპერიის მემკვიდრეობას ცალსახა ბოროტებად არ აფასებს, ამ ადამიანების ხსოვნას აყენებს შეურაცხყოფას და ჩვენს მომავალ თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკერები და ის ადამიანები შეეწირნენ, ვისაც პატივს დღეს მთელი საქართველო მივაგებთ. დღესაც, იმავე ტიპის გამოწვევის წინაშე ვართ, ამ ისტორიულ მომენტში უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის შიგნით შეკვრა, ჩვენი მტრისთვის ქვეყნის შიდა ეროვნული სხეულისა, არანაირი სივრცის არ დათმობა; თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრირებით, ჩვენი თავდაცვის გაძლიერებით, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა. ნებისმიერი სხვა ალტერნატიული გზა მტერთან რაიმე სახის დალაგების მცდელობის ისე, რომ ჩვენ არ ვიყოთ ძლიერები და თავისუფალი სამყაროს ნაწილი, არის კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება, ხოლო უარეს შემთხვევაში, მტრის საქმის პირდაპირ კეთება”, - განაცხადა ბოკერიამ.

წაკითხვა 101 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.