"ჟენევის დისკუსიისთვის ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ, ეს არის საქართველოს დამცირება" - რომან გოცირიძე

ჟენევის დისკუსიისთვის ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ. ეს არის საქართველოს დამცირება. ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არა რბილი, წყალწყალა განცხადება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმარომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფაქტობრივად, დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად, რუსეთი საქართველოს თავის მეგობარ სახელმწიფოდ აღიქვამს.

 

„ქართული ოცნების" ფაქტობრივად, დანაშაულებრივმა პოლიტიკამ, რომელსაც ის ბოლო ორი წლის განმავლობაში ეწევა, რუსეთს უკვე, ფაქტობრივად, ისეთი შეგრძნება მისცა, რომ საქართველო არის მისი მეგობარი სახელმწიფო და რეალურად, ერთმანეთის მიყოლებით, ერთი დღის განმავლობაში, გაკეთდა ქვეყნისათვის უკიდურესად საშიში განცხადებები - ლუკაშენკოს, ლავროვის , ბჟანიას. ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს განიხილავს უკვე მისი გავლენის სფეროდ, რომლის საბაბი და საშუალებაც ივანიშვილის ოლიგარქიულმა და არაფორმალურმა მმართველობამ მისცა. საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე მოიყვანა საქმე, რომ რუსეთი მეგობრად აღგვიქვამს. ეს არის პირდაპირ დანაშაული და რუსეთის საქართველოზე ზემოქმედების ახალ-ახალი მცდელობებისა და ბერკეტების მოპოვებას ნიშნავს.

 

საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არა ასეთი რბილი, წყალწყალა განცხადება. თუ სად იქნება მოლაპარაკება, ეს არაა მთავარი, სად გვთავაზობენ ესაა მთავარი - ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ. ეს არის დამცირება საქართველოსი და საქართველოს ხელისუფლების, ამიტომ პასუხი უნდა იყოს მაცრი და ადეკვატური ტონით,“ - განაცხადა გოცირიძემ.

 

ცნობისთვის, მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადეს. მათი თქმით, განიხილება მინსკი და ბაქო.

წაკითხვა 200 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 28 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.