"ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში, მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში" - მიხეილ სააკაშვილი

იმის მიუხედავად, რომ ოლიგარქის მთავრობას ძალიან სურდა, ჰააგის სასამართლოს მე და ქართველი სამხედროები დავედანაშაულებინეთ 2008 წლის ომში, სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქართული მხარე სრულიად უდანაშაულო იყო და პირიქით, პირველად ისტორიაში, 3 რუს გენერალზე გასცა დაპატიმრების ორდერი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის რუსული ტყვეობიდან იბრძვის.

„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა - რუსეთის შორეული ავიაციის ხელმძღვანელზე, სერგეი კობილაშზე, რომელიც 2008 წელს გვბომბავდა, მაშინ ჩვენმა არმიამ ჩამოაგდო, რომელიც ტყვეთა გაცვლით დავუბრუნეთ რუსეთს და შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ საკალოვზე. მანამდე, შარშან მარტში გაიცა დაპატიმრების ორდერები პუტინზე და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენზე.

 

მინდა შეგახსენოთ, იმის მიუხედავად, რომ ოლიგარქის მთავრობას ძალიან სურდა, რომ ჰააგის სასამართლოს მე და ქართველი სამხედროები დავედანაშაულებინეთ 2008 წლის ომში, სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქართული მხარე სრულიად უდანაშაულო იყო და პირიქით, პირველად ისტორიაში, 3 რუს გენერალზე გასცა დაპატიმრების ორდერი.

 

მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ერთ-ერთი თანამებრძოლი ხელმძღვანელობს უკრაინის გენერალური პროკურატურის ჰააგის ტრიბუნალთან ურთიერთობის ჯგუფს.

 

ასევე მიხარია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩემი თანაშემწე, კრივონოსი წარმატებულად ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალურ ანტი-კორუფციულ ბიუროს და უამრავი ძალიან გავლენიანი, მათ შორის, რუსეთთან კავშირის მქონე კორუფციონერი და ოლიგარქი მისცა პასუხისმგებლობაში.

 

ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში”,- წერს სააკაშვილი.

 

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ ორი რუსი მეთაურის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის შორი ავიაციის მეთაურის, სერგეი კობილაშის და რუსეთის შავი ზღვრის ფლოტის მეთაურის, ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკრაინაში რუსეთის პოტენციალური ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების ფარგლებში გაიცა.

წაკითხვა 191 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 06 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.