"ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ჟიული შარტავა ყველასთვის გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია.

 

„დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.

 

ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა.

 

მჯერა, ისტორია მის გმირობას არასოდეს დაივიწყებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

წაკითხვა 182 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 07 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.