May 4, 2024

„ქართული ოცნების“ მმართველობის მე-12 წელიწადს ქვეყანამ საფრენი აპარატის შეძენა შეძლო" - რომან გოცირიძე

„ქართული ოცნების“ მმართველობის მე-12 წელიწადს ქვეყანამ ისეთი საფრენი აპარატის შეძენა შეძლო, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის - ეს რამდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო, რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, იმ მრავალი უბედურების ფონზე, რაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვნახეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით უსმენენ.

გოცირიძეს შინაგან საქმეთა მინისტრისგან აინტერესებს ქვეყანამ 22 მილიონ დოლარად კატარიდან რა იყიდა.

გარდა ამისა, გოცირიძეს შს მინისტრისგან აინტერესებს, ქვეყანაში რა მდგომარეობაა ემიგრაციის კუთხით.

„ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გავიგეთ, რომ სულ ახლახან ჩამოგიტანიათ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ასე აუცილებელია ქვეყნისათვის, მაგრამ სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-12 წელიწადს ქვეყანამ ისეთი საფრენი აპარატის შეძენა შეძლო, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით რელიეფის გათვალისწინებით და ეს რამდენიმე წლით ადრე, რომ მომხდარიყო რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, იმ მრავალი უბედურების ფონზე, რაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვნახეთ. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, თქვენ ეს აპარატი შეიძინეთ ფრანგული ფირმისაგან, რომელმაც გერმანიაში აწარმოა. ახლახან, ასევე ინფორმაცია გავრცელდა სტატისტიკის სამსახურიდან, რომ იანვარ-თებერვალში საქართველოში 470%-ით გაიზარდა საფრენი აპარატის იმპორტი და 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატი შემოვიდა კატარიდან. რა არის ეს კატარიდან შემოსული? ვინაიდან ის აპარატი გერმანიიდან იქნა შემოყვანილი და ეს საქართველოში დარჩა, რეექსპორტზე გავიდა, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს? ანუ კატარიდან 22 მილიონ დოლარად რა იყიდა ქვეყანამ? ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ეს რეექსპორტზე გასული არ არის. აი, ამ ბოლო სტატისტიკური მონაცემებით. ასევე, კატასტროფული მდგომარეობაა ემიგრაციის კუთხით, როგორც არ უნდა იმართლოს თავი „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტი არის სახეზე. მხოლოდ შარშან 101 ათასი ჩვენი მოქალაქე უცხოეთში გავიდა და ემიგრანტის სტატუსი მიიღო, უკან დაბრუნდა 54 ათასი და მინუსს 46 ათასი არის უარყოფითი სალდო“, - განაცხადა გოცირიძემ.

წაკითხვა 106 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.