"ერთადერთი, რაც ახლა ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს, ეს არის ცესკო-ს როგორმე დისკრედიტირება" - ირაკლი კობახიძე
ერთადერთი, რაც ახლა ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს, ეს არის ცესკო-ს როგორმე დისკრედიტირება, ეს არ გამოუვათ, რადგან ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ცესკო წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა, რის გამოც, ოპოზიციას მისი დისკრედიტირების საფუძველი არ აქვს.
„იციან, რომ ბოლომდე აგებენ ამ არჩევნებს, უფრო მეტიც, პარტიების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ საერთოდ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, ისიც 15%-ზეა ჩამოსული, რომელსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. ასეთ პირობებში, მთელი მათი აქტივობები დისკრედიტაციისკენაა მიმართული, მეტი ხელმოსაჭიდი არაფერი აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა, სათანადოდ ატარებდა არჩევნებს, მათ არავითარი საფუძველი არ აქვთ იმისათვის, რომ ცესკო-ს დისკრედიტაცია მოახდინონ. გახსოვთ, რამხელა კამპანია ააგორეს 2020 წელს და მაინც ვერაფერი მოახერხეს, რადგან გაყალბებული არ იყო არჩევნები, გაყალბებული იყო მაშინდელი პარალელური ხმის დათვლის შედეგები, ეს ყველაფერი ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააყალბა რადიკალური ოპოზიციის დაკვეთით“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები" - მარია ზახაროვა
- "აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ"
- სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
- "მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე"
- "დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, ძალიან ჰგავს მაიდანს"