"რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს განმარტებების გაკეთება და პასუხის გაცემა, რა პოზიციაზე დგანან, თუ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს არ ეთანხმებიან" - დავით მათიკაშვილი
რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს შესაბამისი განმარტებების გაკეთება და პასუხის გაცემა, რა პოზიციაზე დგანან, თუ კონსტიტუციურ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ცვლილებებით, ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს ნებისმიერი პირის უფლებები, მეორე მხრივ კი, მომავალი თაობა და ოჯახური ღირებულებები.
„საზოგადოებას დავპირდით, რომ ჩვენი მომავალი თაობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით საკანონმდებლო სივრცეს შევქმნიდით დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებით და გაგრძელებული კანონით. ცვლილებები იქნება ორი მიმართულებით – ერთი მხრივ, ნებისმიერი პირის უფლებები უნდა იყოს დაცული და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო სივრცე უნდა იყოს აქტიური, მეორე მხრივ კი, მომავალი თაობა და ოჯახური ღირებულებები უნდა იყოს დაცული იმ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოზღვავებისგან, რომელიც მძიმე პრობლემად დგას მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი