April 27, 2024

"გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, კარგი იქნება, თუ კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ბოდიშს მოიხდიან ქართული სასამართლოს წინაშე" - სოზარ სუბარი

სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

 

სოზარ სუბარის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კარგი იქნება, თუ საქარველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი კარლ ჰარცელი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს წინაშე.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ქართული რადიკალური ოპოზიცია მერამდედ გაწბილდა? სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანთა უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს. სწორედ ამიტომაა, რომ განხილვაშიც კი არ მიიღო სტრასბურგმა ნიკა გვარამიას საჩივარი. სწორედ ამიტომაა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება. ურჩევნიათ, ასე ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც უარი თქვა გვარამიას საჩივრის მიღებაზე, კარგი იქნება, თუ საქარველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების წინაშე. ასევე, ბოდიშს მოიხდიან პირადად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე, რადგან წარმოუდგენელი ცილისწამება და ზეწოლა იყო მის წინააღმდეგ. ასევე, კარგი იქნება, თუ უცხოური აგენტურა, წარმოდგენილი „ენჯეოების“ სახით, ბოდიშს მოიხდიან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და ქართული მართლმსაჯულების წინაშე იმ ცილისწამების გამო, რაც მათგან მოდიოდა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ მერამდენედ დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის პოლიტიზებული, მაღალ დონეზეა და ამისი მაგალითია, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ბედავს, თავისი საქმე სტრასბურგში წაიღოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

წაკითხვა 297 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 28 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.