"ნაცებს“, რომლებიც არჩევნებზე შვიდი პარტიით გადიან, მიშა ეუბნება, ერთი პარტიით გავიდეთო, ეს მიმართულება სწორია"

„ნაცებს“, რომლებიც არჩევნებზე შვიდი პარტიით გადიან, მიშა ეუბნება, ერთი პარტიით გავიდეთო. ეს მიმართულება სწორია, უბრალოდ, არ მესმის, ამდენი ხნის განმავლობაში მისგან კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ მოჰყვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „წვრილმანებზე კამათიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე, თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნული ბრძოლა და გამარჯვება“.

 

„„ნაცები“ რომ გადიან შვიდი პარტიით, მიშა ეუბნება, მოდით, ერთი პარტიით გავიდეთო. ეს მიმართულება სწორია, მაგრამ თან უნდა იყოს სათანადო წინადადება: შენ გაძლევ ამდენ ადგილს სიაში, შენ – ამდენს და ასე შემდეგ. სხვაგვარად არავინ ენდობა ერთმანეთს „ნაცებში“ და ამისთვის საჭიროა, რომ მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია „ნაცური“ პარტიების გაცვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად. სინამდვილეში, ან ყველა „ქოცია“, ან ყველა „ნაცია“ და მოგეხსენებათ, ორი „გირჩი“ ვართ. ამიტომ ყველა არჩევნებში თითო პარტიით უნდა გავიდეთ „ნაცებიც“, „ქოცებიც“, „გირჩებიც“. ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას „ნაცურ“ პარტიებში. ორი პარტიით თუ გავლენ არჩევნებზე, ალბათ ორივე გადალახავს ბარიერს, მაგრამ დღევანდელივით შვიდი პარტიით თუ გავლენ, ერთი გადალახავს, რომელსაც მიშა დაუჭერს მხარს. ეს პრობლემა არის „ნაცური“ პარტიების და, შესაბამისად, მიშას ნათქვამი სწორია, უბრალოდ, არ მესმის, ამდენი ხნის განმავლობაში მისგან კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ მოჰყვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 
წაკითხვა 100 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.