April 29, 2024

გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს.

მისივე თქმით, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა არ დარეგისტრირებულიყო და შეწყვეტილიყო ამაზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო.

 

„ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ისე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები. მათ აღნიშნეს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონი საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო, არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო განხილვა კომიტეტებში და შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

წაკითხვა 97 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.