April 30, 2024

"არქივი ინახავს პუტინის პრესკონფერენციებს, სადაც მან აგენტების კანონის დაინიცირებისას თქვა, თითქოს მას უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა, დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა"

რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა - ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ოცნების” რუსულ კანონს გამჭვირვალობასთან საერთო არ აქვს”.

 

„ისტორიის არქივი ინახავს პუტინის არაერთ პრესკონფერენციას, სადაც მან ასეთი რუსული კანონი რომ დააინიცირა, თქვა, თითქოს რუსეთში იმ კანონს უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა.

 

დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა. იგივე ამოცანა აქვს რუსულ კანონს საქართველოში. ეს არის რუსული მითითება. ბიძინა ივანიშვილი მესამედ საჯაროდ დაბრუნდა პოლიტიკაში და ისმება კითხვა - რა მოიტანა მან ქართველი ხალხისთვის: სამუშაო ადგილები? არა; ახალგაზრდებისთვის პერსპექტივა? არა; სოციალური პროექტი? არა; ქვეყნის უკეთესი მომავალი? არა. ერთადერთი რამ მოიტანა - რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა. ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

წაკითხვა 93 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.