April 30, 2024

"გვერევა მტერი და მოყვარე, ამიტომ ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც 9 აპრილს დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს" - გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც გახარიამ აღნიშნა, 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, თუმცა ამავე დროს, გარკვეული იმედის მომტანი დღეც უნდა იყოს.

„35 წელი გავიდა ამ ტრაგიკული დღიდან. თითოეული ქართველისთვის უმძიმესი დღეა, მაგრამ იმედის მომცემი. განსაკუთრებით მაშინ არის იმედის მომცემი, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, გამთლიანების იმედი გვაქვს. მაშინ, როდესაც გვერევა მტერი და მოყვარე ვინ არის, რა თქმა უნდა, ცოტა სევდიანი დღეა, მაგრამ 35 წელი გავიდა და ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს. ახლა არის ყველაზე კარგი მომენტი ამისთვის, რომ დავასრულოთ მშვიდობით, წინსვლით, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობით, რამეთუ ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა შესაძლებელია ევროპის თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახის სრულფასოვანი წევრობით“, - განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 74 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.