" თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული"- სალომე ზურაბიშვილი

თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის ევროპული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს ხელოვნება და კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არის.

 

„ვიტყოდი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი, რომელიც აქ სუფევს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კულტურა არის სხვა არაფერი, თუ არა დიდი თავისუფლება. არ არსებობს ხელოვნება, კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არსებობს.

 

მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი თავისუფლება და მე ვიცი, რომ თბილისი ყოველთვის იქნება მასპინძელი ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებების. იმიტომ, რომ თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

წაკითხვა 228 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 11 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.