May 2, 2024

"ქართული ოცნება" პუტინისტური რუსეთის სპეცსამსახურების სტილში პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ თავდასხმას აგრძელებს"

"ქართული ოცნება" პუტინისტური რუსეთის სპეცსამსახურების სტილში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ თავდასხმას აგრძელებს. ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ნაციონალური მოძრაობის“ განმარტებით, „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტი ავრცელებს სიცრუეს, რომლის მიზანიც ცილისმწამებლური ტალახის სროლა და "რუსული კანონის" წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მუხტის შემცირების მცდელობაა.

 

„პროპაგანდისტული ტელევიზიის "პოსტ ტვ"-ის გამორჩეულად უტიფარი, ყალბისმქნელი ნათია ბერიძე სრულ სიცრუეს ავრცელებს, რისი მიზანიც ცილისმწამებლური ტალახის სროლა და "რუსული კანონის" წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მუხტის შემცირების მცდელობაა.

 

მის ამ სიცრუეს, რა თქმა უნდა, არ გამოვეხმაურებოდით, რომ არ ვიცოდეთ, რომ ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაციაა.

 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროვოკაცია ამავე ტელევიზიის, ამავე ჟურნალისტის მიერ ზუსტად ერთი წლის წინ უკვე განხორციელდა, რასაც ფარდა მაშინვე აეხადა. თუმცა იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავი უწყებები და „კლანის“ მიერ მართული სასამართლო ოლიგარქის დაკვეთების შემსრულებელია, ნათია ბერიძემ არც ცრუ დასმენის გამო აგო პასუხი და სასამართლოს ერთი სხდომაც კი არ ჩაუტარებია "პოსტ ტვ"-ის წინააღმდეგ დიმიტრი ჩიქოვანის მიერ შეტანილ სარჩელზე.

 

შესაბამისად, ვიცნობთ რა „ოცნების“ ხელისუფლების რუსულ ხრიკებს, ცხადია, შსს, სუს-ი და პროკურატურა ნათია ბერიძის ბოდვას აქცევს სისხლის სამართლის საქმედ, დაიწყება დაკითხვებზე დაბარებები და ა.შ.

 

რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი ფუჭი საქმე და სახელისუფლებო ბინძურ პროპაგანდას ყოველ ჯერზე სათანადო პასუხი გაეცემა”, - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 110 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.