April 30, 2024

"კანონის მიღება რევოლუციის სტარტაპად აქციეს" - ირაკლი ქადაგიშვილი

ფაქტობრივად, საპროტესტო აქციის მიმდინარეობა თავიდან ბოლომდე იყო გათვლილი იმაზე, რომ ნებისმიერი პროვოკაციით სიტუაციის ესკალაცია გამოეწვიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მიმდინარეობისას მცდელობებია, რომ საპოლიციო ძალებზე აგრესია და შეტევა მიიტანონ.

 

„საქართველოს ასეთი აგრესია არ ახსოვს. ეს პირდაპირი მცდელობებია, რომ საპოლიციო ძალებზე აგრესია და შეტევა მიიტანონ. დევი ჭანკვეტაძის განცხადებაც სწორედ აქეთკენ მიანიშნებდა. პრეზიდენტის შეწყალებებიც ასეთი პროცესების წახალისებას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, მათი მიზანია ქვეყანაში რევოლუციური პროცესების გაღვივება. კანონის მიღება რევოლუციის სტარტაპად გახადეს, რაშიც ჩართულები არიან პრეზიდენტიც და გარკვეული უცხოური ძალებიც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

წაკითხვა 102 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.