შსს აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან იკრიბებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხალხის სიმცირის გამო პარლამენტთან გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ „გზის ხელოვნური გადაკეტვა ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე“.

„მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ...

 

აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაადგენენ ყველა იმ ადამიანის ვინაობას, ვინც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებს და მათ წინააღმდეგ „კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებენ“.

 

13 თვის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ დააინიციირა „აგენტების შესახებ“ კანონი, რომელსაც გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს არა მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, არამედ კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებმაც, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმაც.

 

15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“, 17 აპრილს კი პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით. 15 აპრილის შემდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქციები იმართება.

წაკითხვა 117 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 24 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.