May 18, 2024

„პასკის ცხობა სცოდნია ზურაბიშვილს… პასკას ცხობის იქით ეს ქალი არ უნდა გაუშვა“

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თითოეული ნაბიჯით სახელმწიფოსთვის და ხელისუფლებისთვის პრობლემებს ქმნის.

ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის “თვითერის” პოსტის გაზიარება გახდა.

 

როგორც “მეტრონომს” ხუხაშვილმა განუცხადა, ზურაბიშვილმა დავით-გარეჯთან მიმართებაში ზურაბიშვილმა სიტუაციის პროვოცირება მოახდინა.

 

“ორი სავარაუდო დიაგნოზი არსებობს – ერთი არის სიბრიყვე და მეორე პროვოკაცია. საერთოდ ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ – სახელმწიფო მმართველობაში ეს ქალბატონი არის ერთი დიდი გაუგებრობა. ამ ფაქტს რომ თავი დავანებოთ, ბევრად უფრო მძიმე იყო მის მიერ გამოწვეული პროვოცირება. ზურაბიშვილი კლასიკური პროვოკატორის როლში გამოვიდა დავით-გარეჯთან დაკავშირებით, როდესაც ჯერ კიდევ მარტში გააკეთა განცხადება და ამ ყველაფერს მისცა რელიგიური ელფერი. გასაგებია, რომ აქ არის პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან, მიდის გამოსავლის ძიება და ამ დროს ქალბატონმა ააფეთქა სიტუაცია – ბერების ხსენება დაიწყო, მისცა სიტუაციას რელიგიური ელფერი და ა.შ. და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან სახიფათოა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ რაღაცნაირად დააოკონ ეს ქალბატონო, რადგან ის ქმნის პრობლემებს არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ კონკრეტული ხელისუფლებისთვის პრაქტიკულად ყველა თავისი ნაბიჯით”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ზურაბიშვილი პასკის ცხობით დაკავდება.

 

“როგორც გავიგე, პასკის ცხობა ცოდნია ზურაბიშვილს და გამოაცხოს პასკა. აქაც ეჭვი მეპარება, ბევრი ქალი ვიცი ვინც მასზე უკეთ გამოაცხობს პასკას, მაგრამ პასკას ცხობის იქით ეს ქალი არ უნდა გაუშვა, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მე არ მახსოვს მისი სწორი ნაბიჯი, თუ რაღაც რიტორიკას არ ჩავთვლით, როდესაც რაღაც კოჭი გაუგორებია. მისი ქმედებები და საქციელი ძალიან სახიფათო ხდება”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

წაკითხვა 963 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.