„გირჩმა“ ოფისში საროსკიპო გახსნა

„გირჩი“ ოფისში საროსკიპოს ხსნის. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

„საროსკიპოს სახელწოდებაა „პიონერი“, სპონსორი კი ერთ-ერთი „სექსშოპია“. 1 საათით ამ ფართის დაკავება ეღირება 49 ლარი და 90 თეთრი და ამ სერვისით შეიძლება ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს სექსუალური მომსახურებით სარგებლობა. 

აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ 254-მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციის ხელშეწყობას. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6-წლამდე. იგულისხმება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ეს გჯუფი.

შესაბამისად, ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი - ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად „გირჩი“, ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი. მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, - განაცხადა ჯაფარიძემ, რის შემდეგაც მთაწმინდაზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ჰერმან საბოს სთხოვა, ოფიციალურად გაეხსნა „საროსკიპო“.    

მისივე თქმით, „ასე არც ერთი მსგავსი დაწესებულება არ არის მოწყობილი არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში“. 

„რამდენიმე დღის წინ დააკავეს რამდენიმე სასტუმროს მეპატრონე, რომელთაც ბრალად ედებათ პროსტიტუციის ხელშეწყობა და ადგილის გადაცემა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სექსინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს სისტემა როგორც მონებს ექცევა და ყველა ხელისუფლება, რომელსაც სჭირდება სხვა პოლიტიკური თემის გადაფარვა, ახორციელებს ხოლმე ამ ადამიანების ტერორს“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.  

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

მისი ადვოკატი არჩილ დვალიშვილი აცხადებს, რომ „მამიდას“ გლდანში მდებარე საკუთარი ფართი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაქირავებული ჰქონდა, თუმცა მეიჯარე იქ რა საქმიანობას ეწეოდა, არ იცოდა.

imedinews.ge

 
წაკითხვა 632 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.