April 27, 2024

იმ ქვეყნების დროშის აღმართვა, რომელთანაც საქართველოს კონფლიქტი აქვს, კანონით დარეგულირდება

საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება.

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს.

 

„ეს მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები ან კონფლიქტი", - აღნიშნავენ ჰერალდიკის საბჭოში.

 

შეგახსენებთ, ბოლო სკანდალი ამ თემის ირგვლივ გუშინ აგორდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ აჭარაში, სასტუმრო „კასტელო მარეს" თავზე, საქართველოს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად რუსული დროშა ფრიალებდა.

 

სასტუმროს ადმინისტრაციამ განმარტა, რომ დროშა რუსი სტუმრების ვიზიტის გამო დაკიდეს.

წაკითხვა 551 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.