" სად არის კასრების კადრები? ამოვიღოთ და ვაჩვენოთ ხალხს" - ირმა ინაშვილი
„პატრიოთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას კასრების კადრების საზოგადოებისთვის ჩვენებისკენ მოუწოდებს.
ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე მიმართა, სადაც გიორგი გახარაიას და მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა მიმდინარეობს. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერი აცხადებს, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრები განსაკუთრებით ახალ თაობას უნდა აჩვენონ.
„ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს კარგად ახსოვს კასრების კადრების პრეზენტაცია. იქ რამდენიმე ჟურნალისტმა ვერ გაუძლო ამის ყურებას და დარბაზიც დატოვა. სად არის ეს კადრები, ამოვიღოთ და ვაჩვენოთ ამ ხალხს, რომ გამოიღვიძონ. იმ თაობას ვაჩვენოთ, ამ 7 წლის მანძილზე გაზრდილ თაობას, რომელსაც აღარ ახსოვს რა ხდებოდა, როგორ აღმოაჩინეთ სამეგრელოში სამალავები და რა სადიზმს ჰქონდა ადგილი. არავის არ შეუწუხდება გული. იქ რამდენიმე ჟურნალისტი საუბრობდა იმაზე, რომ ეს შეაშინებს საზოგადოებას, დაიწყება ვნებათაღელვა. არაფერი ვნებათაღელვა არ დაიწყება საზოგადოებაში, უნდა ნახოს ხალხმა რა სადისტურ რეჟიმთან გვქონდა საქმე, ამის მომხრე ვართ ჩვენ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
