"მოგიწოდებთ დაიცვათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ის დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან"
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაიცვათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ისინი დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან,
- ამის შესახებ ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ელიოტ ენგელის, გერი კონოლის და მაიკლ მაკკოლის წერილშია აღნიშნული, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.
წერილში კონგრესმენები იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.
„საქართველო ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაიცვათ არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ისინი დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან.
თქვენს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოგზავნილ პასუხში, თქვენ გვარწმუნებთ, რომ 2020 წლის არჩევნები გაიმართება უმაღლესი სტანდარტებით (ნორმების დაცვით). ბოლო მოხსენებების მიხედვით, Facebook-მა დახურა "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანგარიშები. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ დემოკრატიისა და დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას, უბრალოდ მიუღებელია“, - აღნიშნულია წერილში.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
