April 26, 2024

"პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა, გაუგებარია"

წმინდა სინოდის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება.

 

როგორც მარგველაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, გაუგებარია.

 

"ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია.

 

მახსენდება: "ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს" (მათე 23:26)",-წერს მარგველაშვილი "ტვიტერზე".

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სინოდმა სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე იმსჯელა და ზიარების წესი უცვლელი დატოვა.

წაკითხვა 552 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.