April 26, 2024

"საქართველოში ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა" - აშშ-ის ელჩი

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომლებსაც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა და საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მსოფლიოს საკუთარი პროგრესი.

 

„გვაქვს მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც საზოგადოებრივი განხილვის საგანი. ასე რომ, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, ჩაატაროს თავისუფალი, სანდო, სამართლიანი არჩევნები უჩვეულო გარემოებებში. რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილება თარიღთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ. უბრალოდ, მთავრობა განიხილავს ვარიანტებს იმ შემთხვევაში, თუკი დაიწყო მეორე ტალღა. ამას სხვა ქვეყნების მთავრობებიც აკეთებენ. ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტო ეპოქაში. დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფილი იქნება ამ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა ამომრჩევლის ხმის დაცვა. სწორედ ესაა მიზანი“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

წაკითხვა 371 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 15 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.