April 27, 2024

"აღმაშენებელზე ბევრად სწრაფად და კარგად გამიხსენებენ" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართველები მისგან, გარკვეულ ეტაპზე, დაიღალნენ, მაგრამ ახლა ისევ დააფასეს.

სააკაშვილის თქმით, მას სამი-ხუთი საუკუნის შემდეგაც კი დააფასებენ და გაიხსენებენ და გაიხსენებენ უფრო სწრაფად, ვიდრე დავით აღმაშენებელს, რადგან მისი სიხისტის გამო, აღმაშენებლის სახელის ხსენება 5 საუკუნის განმავლობაში არ შეიძლებოდა. 

 

„რაღაც მომენტში ქართველები ჩემგან დაიღალნენ, თუმცა ახლა ისევ დამაფასეს. ახლა ქართველებისგან სიყვარულს ვგრძნობ. სამი-ხუთი საუკუნის შემდეგაც კი დამაფასებენ და გამიხსენებენ, დარწმუნებული ვარ ამაში. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო. მას არ ვედრები. ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი სახელის ხსენება არ შეიძლებოდა, თუმცა მან საქართველოს სახელმწიფოებრიობა შექმნა. ის ცუდად ახსოვდათ, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ან კალიგულა ყოფილა, თუმცა მაინც ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ უფრო ჩქარა გამიხსენებენ კარგად, ვიდრე დავით აღმაშენებელი გაიხსენეს. მზად უნდა იყო ამისთვის. როდესაც ჩამოყალიბებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული, მენტალური რევოლუციაა. ტკივილის გრძნობას ტოვებ, რადგან ხალხს პროგრესისკენ ნესტოთი ექაჩები. სხვა მხარეს გადაგყავს, თუმცა ტკივილი რჩება. მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში.

წაკითხვა 545 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.