April 27, 2024

"ოპოზიცია გასულია მომსახურების ზონიდან" - მდინარაძე

ოპოზიციის რადიკალური, უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, გასულია მომსახურეობის ზონიდან , - ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. 

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი განსხვავებული პარტიებისთვის არ იწერება და მიდგომა ყველასთან ერთნაირია.

 

„ოპოზიციის ეს რადიკალური უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, გასულია მომსახურეობის ზონიდან უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, გუშინ, მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებდა მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ ნახევარკილომეტრიანი რადიუსი უნდა ყოფილიყო ის მიჯნა, რომლიდანაც უნდა დაშორებოდნენ ადამიანები საარჩევნო სივრცეს, ანუ 1 - კილომეტრიანი დიამეტრით. კილომეტრიანი დიამეტრით შემოსაზღვრა თითოეული საარჩევნო უბნის რამდენად რაციონალურია და რამდენად შეიძლება სერიოზულად ილაპარაკო ამაზე არ ვიცი, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში გვაქვს პრაქტიკა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უფლება აქვთ, რომ საარჩევნო უბნამდე მიაცილონ, მიუთითონ სად შევიდნენ, ვთქვათ, მოაძებნინონ თავის ადგილი სიაში, ასეთი პრაქტიკაც კი არსებობს. ჩვენ ხომ ამაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ხომ რომელიმე პარტიისთვის განსხვავებულ კანონპროექტს არ ვწერთ. ერთნაირი მიდგომაა ყველა პარტიისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

წაკითხვა 578 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.