April 26, 2024

"ასე სამათხოვროდ, წყალობით, ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს" - გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველოს მოქალაქეები და ამ ფონზე მათთვის „წყალობის გაღება“ ფარისევლობა და ტყუილია.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ხელისუფლებას ყველაფერი გამოართვან, რაც შესაძლებელია, რადგან უგულავას თქმით, ეს ყველაფერი ხალხს ეკუთვნის და არა გიორგი გახარიას ან ბიძინა ივანიშვილს.

 

„ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველო და მისი მოქალაქეები. ამ ფონზე, გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს - ხალხნო, თუ გინდათ ასეთ, პირდაპირ ვთქვათ, ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ, ეს მთავრობა სხვაზე არ რეაგირებს. ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას ან ივანიშვილს. არჩევნებზე გააკეთეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით, ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს. ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, ყვავს კაკალი გააგდებინეთ პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია, გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები, გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე“, - განაცხადა უგულავამ.

წაკითხვა 715 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.