"ვემზადებით მეორე ტურისა და ახალი პარლამენტის მუშაობისთვის"

ვემზადებით მეორე ტურისა და ახალი პარლამენტის მუშაობისთვის, რომელიც  უფრო პლურალისტური იქნება და უკეთ უპასუხებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 ის ასევე გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

 

თალაკვაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველომ პანდემიის მიუხედავად, შეძლო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

 

„ხაზგასმით უნდა ავღნიშნოთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელი განცხადება, სადაც მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. ასევე, ეუთო-ს საპარალემენტო ასამბლეა მიესალმა ცესკო-ს მხრიდან ინკლუზიურ პროცესს, როცა მიმდინარეობდა საარჩევნო უბნების გადათვლის პროცესი. ეს არჩევნები ჩატარდა გლობალური პანდემიის პირობებში, რაც განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს არ იყო ადვილი, თუმცა საქართველომ შეძლო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება პანდემიის პირობებში. ესეც ხაზგასმით არის აღნიშნული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ. ჩვენ ვემზადებით მეორე ტურისთვის, ასევე ახალი პარლამენტის მუშაობისთვის, რომელიც იქნება უფრო პლურალისტური და უფრო უკეთ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

წაკითხვა 484 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.