გიგი წერეთელი: ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი

პოლიტიკა დიალოგის გარეშე არ არსებობს, არც ერთი საკითხი არ წყდება დიალოგის გარეშე, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი წერეთელი.

მან გააკეთა კომენტარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ვაჭრობის, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული საკითხია, რადგან მეზობლებთან ყველა შემთხვევაში გვჭირდება ურთიერთობები.

 

გიგი წერეთლის თქმით, არ იცნობს სააკაშვილის განცხადებას, თუმცა ყველა დაპირისპირებისა და ომის შემდეგ არსებობს დიალოგი.

 

„თუ გვინდა საკითხი გადაწყდეს, უნდა იყოს და რაღაც შეთანხმება. უბრალოდ, აქ არის ერთი მომენტი, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მიზანს, არა დროის მოგებას, არამედ საკითხის გადაწყვეტას.

 

სამწუხაროდ, ჯერჯერობით რუსეთთან ასეთი დიალოგი არ არის. რა თქმა უნდა, იქნებოდა კარგი, რომ რუსეთი ისე ჯდებოდეს დიალოგის მაგიდასთან და მისი ლიდერები და წარმომადგენლები, რომ ესმოდეთ, არის მათი ვალდებულება, იგივე 12 აგვისტოს შეთანხმებით; იგივე იმისთვის, რომ მიეცეს საქართველოს საშუალება, განვითარდეს, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. სამწუხაროდ, ასეთი ხედვა რუსეთში არ არის, რუსეთში არის ხედვა, შეინარჩუნონ ყველა გზებით თავისი გავლენის სფეროები და ზეპირად ეს არის თანამედროვე დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ასეთი სურვილი რუსეთს გაუჩნდება, მაშინ ექნება აზრი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

წაკითხვა 790 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 17 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.