April 27, 2024

"ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო"

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, ოპოზიციონერების დევნით არის დაკავებული.

 

„ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო. დღეს მოულოდნელად ჩანიშნეს „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელი პირების სასამართლო პროცესები. საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი სოფო გუგავა, კრწანისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექს ბაღდასაროვი და ჩუღურეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანი გუგავა დღეს დაბარებული არიან მურუსიძის სასამართლოში. ისინი დააკავეს ცესკო-სთან, როდესაც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ თამარ ჟვანიას უკანონო გადაწყვეტილებებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ემორჩილებოდეს ხალხის ნებას და რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, დაკავებულია სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების დევნით. ჩვენ ვერანაირი ზეწოლით ვერ შეგვაშინებს ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო დათვლილია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წაკითხვა 474 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.